|
2020-01-30 16:31:38, 817 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 2019 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვითი კონტროლის გაძლიერებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მაკონტროლებელი ორგანოს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილებათა მანდატისა და შესაძლებლობების გაძლიერება. "2019 წელს, საქმიანობის ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მოხდა დეპარტამენტის სრული რებრენდინგი. დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა 411-დან 870 ერთეულამდე გაიზარდა. ტექნიკურ შემადგენლობას კი, მაღალი გამავლობის 65 ავტომანქანა და 2 „ბაგი“ დაემატა, ეკიპაჟები აღიჭურვა თანამედროვე მოწყობილობებით, კეთილმოეწყო რეგიონული სამმართველოების ოფისები. 2019 წელს განხორციელდა ღონისძიებები თანამშრომელთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად - თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთას, უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარანტიებით. დღეს, დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, მათ შორის, პრაქტიკულად, მიუვალ ადგილებში და ტყეებში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)