|
2020-01-30 12:05:21, 1014 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება
თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული „რიყის დოქები“ აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, აღნიშნული ობიექტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შემოწმდა და მისი საწყისი ფასი, 95 მლნ-ით განისაზღვრა. „ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ვერ იპოვა ფუნქციონალი, არადა ეს ობიექტი ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ შევეცადოთ სწორი გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება.ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან თანამშრომლობით ამ ობიექტს სწორი გამოყენება მოვუძებნოთ. სანამ არ გაიმართება აუქციონი გვიჭირს იმის თქმა, რამდენად ობიექტურია ეს ფასი, რამდენად რელევანტურია ბიზნესის დღევანდელი მოთხოვნების მიმართ. ეს გამოვლინდება აუქციონის დასრულების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფები“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, „რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, მის მშენებლობაზე კი 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)