|
2020-01-29 15:04:11, 1468 ნახვა
საზოგადოება
„ამ სისტემის დედაც“ - ხმაური სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან
სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ხმაურია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერის გაშლა სცადეს წარწერით „ამ სისტემის დედაც“. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ბანერის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა საბოლოოდ, აქტივისტებმა ბანერი მაინც გაშალეს. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება და ისინი კვლავ შეეცდებიან, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან. „ეს არის ძალიან მარტივად დასანახი შიში. ვინმეს თუ აინტერესებს ვიზუალურად როგორ გამოიყურება შიში, ყოველი აქციის დროს შეუძლია ნახოს. ჯერ მთავარი საპროტესტო ტერიტორია პარლამენტის წინ შემოღობეს,ზუსტად იმიტომ, რომ იქ პროტესტის კერა არ ჰქონოდათ და ახლა უკვე, სადაც ჩვენ ვართ ეშინიათ, მით უმეტეს, როცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელები არიან. ჩვენ მოვახერხეთ და ბანერი მაინც გავშალეთ. ეს პოლიციელები რეალურად სისტემის მსხვერპლნი არიან. მათ აიძულებენ უკანონო გადაწყვეტილებების შესრულებას. ამ ადამიანებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს თავისი უფროსის ბრძანება და ხედავთ, რომ ჩვენ გაშლილი გვაქვს ბანერი. ყველა ელჩმა დაინახა ეს პროტესტი, რამდენიმე მინისტრი შევაცილეთ შეძახილებით „მონა-მონა“. მათ შორის იყო წულუკიანიც, რომელიც სასტვენების ფონზე შევიდა შენობაში. თვით გახარიამ ვერ გაბედა აქედან შესვლა და უკანა შესასვლელით შეიყვანეს. ამას გახარიასგან მიჩვეული ვართ, ის მშიშარა კაცია. პროტესტი გრძელდება, პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია დ ჩვენც მათთან გადავინაცვლებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად“,-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)