|
2020-01-29 14:57:09, 1185 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივი მნიშვნელოვანი მასალით შეივსო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2019 წელს 38 817 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 9608 ფოტო, 150 ფონოჩანაწერი და 495 კინოდოკუმენტი შეემატა. მათ შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ეროვნულ საარქივო ფონდს შეემატა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას არქივი - პირადი წერილები და ფოტოები - რომელიც ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა. ამიერიდან არქივში იქნება დაცული რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის მხატვრული ფილმები - „მიახლოება" და „საფეხური", რეჟისორ ბონდო შოშიტაიშვილის ანიმაციური ფილმები: „ფაკირი", „კაცუნები", „განხეთქილების ვაშლი", „ალიყური". გარდა ამისა, არქივის ფოტოკოლექცია გამდიდრდა ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტოარქივით, რომელიც 1993-2002 წლებში 200-ზე მეტ ქვეყანაში მის მოგზაურობას ასახავს. ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა ასევე მუსიკოს რუსუდან ხოჯავასა და ისტორიკოს დემურ გურეშიძის პირადი არქივები. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მათი გაცნობა ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებშია შესაძლებელი.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)