|
2015-07-29 11:45:11, 669 ნახვა
საზოგადოება
14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 14 დევნილ ოჯახს წერილები გადასცა, რითაც დასტურდება, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს აუშენებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო(DRC) შვეიცარიისგანვითარებისადათანამშრომლობისსააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს. სახლების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში, აპლიკაციის შევსება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძოსახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება. საცხოვრებელი სახლების ფართობი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. დევნილი ოჯახებისათვის სახლების აშენების დამადასტურებელი წერილების გადაცემის ღონისძიებას სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი სვენდ მონრად გრაუნბოელი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი მენეჯერი თამარ წივწივაძე დაესწრნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)