|
2020-01-28 15:36:20, 1441 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი” დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცა. „ნარჩენების მართვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას. სამინისტრო ყოველთვის იქნება ისეთი პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა. 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
დაჯილდოების ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, საქართველოს პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)