2020-01-28 11:33:45, 1059 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ
„ინფორმაცია იმის შესახებ,რომ თითქოს სამთავრობო გუნდში არასტაბილურობაა და ცვლილებებია მოსალოდნელი ტყუილია მეგობრებო“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას განმარტებით, გუნდს საერთო ხედვა და პროგრამ აქვს, შესაბამისად ისინი შეხმატკბილებულად მუშაობენ.
„ცდილობთ ხოლმე, რომ ისეთი სურათი დახატოთ თითქოს რაღაც განსაკუთრეუბლი ხდება ჩვენს სამთავრობო გუნდში და გუნდში ცვლილებები და არასტაბილურობაა.ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ერთიანად გვაქვს ერთი საერთო ხედვა და ერთი საერთო პროგრამა.ინფორმაცია იმის შესახებ,რომ თითქოს სამთავრობო გუნდში არასტაბილურობაა და ცვლილებებია მოსალოდნელი ტყუილია მეგობრებო. ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,