|
2020-01-27 13:05:31, 1374 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების ფოტოებია გაკრული
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, თბილისის საკრებულოთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს.ურნაზე მათ საკრებულოს იმ წევრების ფოტოები გააკრეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს და მიეცეს პასუხისმგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)