|
2020-01-25 16:57:27, 1980 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ
"ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „კორონავირუსის“ გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს დილით დადო ახალი რეკომენდაციები, რომელიც ეხება თერმულ ანუ ტემპერატურის სკრინიგს. რეკომენდაციების შესაბამისად, დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს დისტანციური თერმომეტრების შეძენას და საზღვარზე ექიმი კლინიცისტი და ეპიდემიოლოგი თერმულ სკრინინგს ჩაატარებს. საზღვარზე ჩიინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს გაესინჯება ტემპერატურა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მაღალი რისკის რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეებზე. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ექიმი კლინიცისტი და შეგროვდება ანამნეზი. თუ ჩაითვლება საეჭვოდ, უკვე ტრანსპორტირება განხორციელდება ინფექციურ საავამდყოფოში. მოგეხენებათ, უკვე 2 დღეა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო ბუკლეტით ხორციელდება მგზავრთა, განსაკუთრებით ჩინეთიდან შემოსული მოქალაქეების ინფორმირება. მათ სამ ენაზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტი - ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, სადაც მითითებულია რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე ვის უნდა მიმართონ თუ 2 კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.. ხოლო დღეიდან კი მეორე კომპონენტი დაემატება, ანუ საზღვარზე მყოფ ეპიდემიოლოგთა ჯგუფს, ასევე მხარს დაუჭერს ექიმი კლინიცისტი, რომელმაც დაავადების კლინიკური გამოვლინებების შესახებ უფრო მეტი იცის და განხორციელდება გარკვეული სახის ტრიაჟი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)