|
2020-01-25 11:25:36, 2405 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება - ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერილ მიმართვაში. „გვსურს, გამოვხატოთ დიდი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად 30 სახლი დაინგრა, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 20-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი.
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)