|
2020-01-24 11:12:36, 923 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის კულტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს მონაკოელი სომელიეები ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ. ჯგუფის შემადგენლობაში მონაკოს საუკეთესო რესტორნების შეფ-სომელიეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მონაკოს ღვინის ბაზარზე. ვიზიტის ფარგლებში სომელიეები ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. მონაკოელ სტუმრებს თან ახლდა ჟურნალისტების 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ ღვინის ტურზე სპეციალურ მასალას ამზადებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფარგლებში, 2020 წელს ღვინის პროფესიონალების ვიზიტების მხარდაჭერა გაგრძელდება. „მსგავსი ტურები საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები გაეცნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრესტიჟულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, როგორიცაა მონაკო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტული აქტიობებია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენოლოგი, ქართული ღვინის პრომოუტერი ილია კახოიძე ხელმძღვანელობს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ილია კახოიძე კომპანია „Le Pont Caucasien“-ის ხელმძღვანელია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წლიდან თანამშრომლობს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)