10:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 11:30:45, 897 ნახვა

საზოგადოება
ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეფასდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის  (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 22-ე  შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

შეხვედრაზე ხატია წილოსანმა ყურადღება გაერთიანებული დოკუმენტის -  „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია“ მნიშვნელობაზე გაამახვილა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD-ის II და III ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ჟორჟ დეუმ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის IV ფაზის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და აკვავულტურის შესახებ შემუშავებული კანონპროექტების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი,  ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics