10:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 10:43:18, 983 ნახვა

საზოგადოება
ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს: „ტვ პირველის“ ინკასო მოხსნილია - ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები

სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მოუწოდებს სახელისუფლებო არხებს გადასახადები გადაახდევინოს.

ამის შესახებ ვატო წერეთელი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს“ ინკასო მოხსნილი აქვს.

„ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.

ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო. მოდით დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.

ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“, - წერს ვატო წერეთელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics