|
2020-01-21 14:26:56, 1216 ნახვა
საზოგადოება
JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება
სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოპერატივი, რომელიც 10 739 მეპაიეს აერთიანებს. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)