|
2015-07-28 12:20:07, 656 ნახვა
საზოგადოება
,,ზედაზენის’’ მხარდაჭერით, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
ლუდსახარში ,,ზედაზენის’’ მხარდაჭერითა და კულტურულ საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’ -ის ორგანიზებით, ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 15 ივლისს, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების თეატრები. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რადგან მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. „ქართული სულიერი კულტურის გეოგრაფია აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს თავისი როლი ამ უდიდეს საქმეში. მნიშვნელოვანია ასევე, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნის კულტურის აღორძინებისათვის“, - განაცხადა ს.ს“ ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ. ათი დღის გნმავლობაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა თეატრების 21 სპექტაკლი ენახა, მათ შორის – ოთხი პრემიერა. 25 ივლისს, ფესტივალი საზეიმოდ ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა. ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ნუკრი კაპანაძემ, ოთო ნემსაძემ, სოფო გელოვანმა, ელენე ფოჩხუამ, ვაჟა მანიამ ქართული და უცხოური კინო და მიუზიკლების კომპოზიციების სრულიად ახალი ვერისები შეასრულეს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაკეთდა.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)