|
2020-01-16 14:19:25, 1886 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის გამო, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, თანამდებობაზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. პროკურატურის ცნობით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ის ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა. მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება. კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით. შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მის მიერ თანამდებობის დატოვება ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეს უკავშირდება. კერძოდ, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოძიებას უმოქმედობასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდა და ამის გამო, შოთაძის გადადგომას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც უწყებასთან ამავე მოთხოვნით ასობით ადამიანი მივიდა, შოთაძეს თანამდებობის დატოვება მოუწია. ხორავას ქუჩის საქმის გარდა, მის მიმართ კრიტიკას სხვა საქმეებზეც გამოხატავდნენ. მათ შორის, შოთაძის გადადგომა არაერთხელ მოითხოვეს „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა.
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)