|
2020-01-16 12:34:41, 2115 ნახვა
საზოგადოება
NDI - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 14% ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13%, გამოკითხული მოსახლეობის 12% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ – 8% მისცემდა ხმას, „ლეიბორისტულ პარტიას“ – 5%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 4%, პოლიტიკურ პლატფორმა „ახალ საქართველოს“ – 3%, „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ – 3%, „გირჩს“ – 2%, ხოლო გამოკითხულთა 2% ხმას სხვა პარტიას მისცემდა. გამოკითხულთა 14%-მა კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას პასუხი არ გასცა. აღნიშნული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 35% მონაწილეობას არ მიიღებდა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ვის მისცემდა ხმას, 56%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)