|
2020-01-14 13:21:23, 1698 ნახვა
საზოგადოება
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ სახელმწიფო დროშა. „საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს. საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად. საქართველოს სახელმწიფო დროშა დიდი სიამაყით და პასუხისმგებლობით განმსჭვალავს თითოეულ მოქალაქეს და შესაბამისად ღირსი პატივით მოპყრობასა და გამოფენას ავალდებულებს”, - ნათქვამია ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)