|
2020-01-14 13:08:32, 1347 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე - გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს
„წინა კვირასთან შედარებით, ამბულატორიულ დაწესებულებებში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს. „დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად. ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)