|
2020-01-07 17:24:31, 2112 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქში გამართულ ტრადიციულ საშობაო ალილოზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერიის სახელით, ვიცე-მერმა ალილოს მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა. „მინდა ყველას მივულოცო შობის დღესასწაული. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ეს ბავშვები აქ საოცარ გარემოს ქმნიან - სიკეთითა და სიცოცხლით სავსე ბავშვები არიან. მიხარია, რომ ისინი არიან ქვეყნის მომავალი თაობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს, მერიის სახელით, აქედან, ჩემს შვილებთან და ამ ბავშვებთან ერთად მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მთელ ერს, სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული. ვისურვებ, ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და მთლიანად საქართველოს!“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ახალგაზრდული ცენტრიდან მიუსაფარ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე საპატიმროებში გადანაწილდება. ტრადიციული ალილო დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. მსვლელობაში მრევლი, ბავშვები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)