|
2020-01-07 15:14:18, 1562 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მისულ „ალილოს" წევრებს ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყველაფერი გამოვა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, მოსახლეობა და მედია შეინარჩუნებს სიმშვიდეს. „ეს წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, მედიამ და ყველამ ერთად შევძლოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ საკითხები, მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ვისაც სჭირდება დახმარება, ვისი სათქმელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ, ვისაც ჩვენ უნდა ვუთხრათ სათქმელი და დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქის კურთხევითა და უფლის შეწევნით ჩვენ ამას შევძლებთ. ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგბლობა, ამ შემთხვევაში ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)