|
2020-01-07 10:20:35, 1106 ნახვა
საზოგადოება
გახარია: უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ყველასია და განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად უნდა მოვუაროთ მას
სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის და იმედის დღეს, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. „შობა სიკეთის, იმედების, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების დღესასწაულია, ჩვენ ამ დღესასწაულს ამ იმედით ვხვდებით და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების ასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა პატრიარქის ეპისტოლეს ძირითად გზავნილებზე ისაურბა და აღნიშნა, რომ მასში იყო სრულად კონცენტრირებული სიბრძნე და ასევე - პირდაპირი მითითება, რომ მთავარია თავმდაბლობა და არა - ამპარტავნობა, მიმტევებლობა და არა კონფლიქტი. „საბოლოო ჯამში, უწმინდესმა მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ყველასია და ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციისა, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას. ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო. ამიტომ, მინდა პატრიარქს, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღესასწაული, სიკეთის და იმედის დღე და თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო, რომ ყველა ის იმედი, რომლითაც ჩვენ პატრიარქის ეპისტოლეს შემდეგ აღვივსეთ, აგვსრულებოდეს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაური საშობაო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)