|
2020-01-04 18:34:18, 2204 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: საპატრიარქომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა
„ჩემი აზრით, საპატრიარქომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა“, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქო პასუხისმგებლობისგან მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდება. „მამა ანდრიას სამწუხაროდ, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად მიემართა პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საპატრიარქომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს საქმე და გათავისუფლდეს ჩემი ძმა. რაც შეეხება იმას, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობენ, რა თქმა უნდა, გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდება და იმ მძიმე ცოდვას, რომელიც ჩვენი ოჯახის წინაშე აქვს თითოეულ ადამიანს მოინანიებენ, ამის შემდეგ გათავისუფლდება თითოეული მათგანი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს, თუმცა იქნება თუ არა შეწყალებულებს შორის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯერჯერობით უცნობია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)