2020-01-04 16:23:25, 2362 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზის შეწყალებაზე - საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული
„საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%“,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შუამდგომლობის წერილი სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში გაეგზავნა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
„საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ რამდენიმე დღეში გაეგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შუამდგომლობის შესაბამისი წერილი. საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,