|
2019-12-31 12:08:27, 2421 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. "საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო. როგორც ამ დარგის წარმომადგენელი, აღვნიშნავ, რომ ექიმის პროფესია ხელშეუხებელია, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაუშვებელია ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ვაჟა ექიმის გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ ერთად და წარმატებით გადავლახეთ ეს რთული პროცესი. ვაჟა გაფრინდაშვილი ნამდვილად არის თანამედროვეობის გმირი, მან ეს დაუმტკიცა მთელ ერს. ის ფაქტი, რომ დღეს თავის ოჯახთან ერთად ხვდება ახალ წელს არის ძალიან სასიხარულო, არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ალბათ მთელი საქართველოსთვის. მან გაგვიზიარა თავისი იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად იყო ძალიან რთული. იქაც არ მიუტოვებია საექიმო საქმიანობა და მოყვა თუ როგორ ზრუნავდა იმ პაციენტებზე და დაკავებულ პირებზე რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა. „საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო, თუნდაც ის 50 დღე რაც იქ გავატარე. თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ის გარემო, რაც ჩამოსვლის პირველი წუთიდანვე აქ დამხვდა. აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა მექნებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები როდესაც ერთად ვართ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)