|
2019-12-30 13:34:28, 1340 ნახვა
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურიად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანას, მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოეთის კლინიკებთან და ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. „ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ზუსტდება დეტალები და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, თუ როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იყო საუბარი ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს იყო საუბარი თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა. შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა .მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)