|
2019-12-27 14:33:31, 1577 ნახვა
საზოგადოება
კონსულმა ლიპეცკის ოლქთან დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქე მოინახულა. საგარეო უწყევბის ცნობით, აქედან 3 სამედიცინო ცენტრიდან უკვე გაეწერა. დარჩენილი 2 მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მცირეწლოვან ბავშს სავარაუდოდ სამედიცინო ცენტრიდან ორშაბათს გამოწერენ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, ამათგან საქართველოს 5 მოქალაქე. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასევე საქართველოს 2 მოქალაქე. მათი გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია სამგზავრო ავტობუსის მძღოლი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)