01:45 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 12:48:10, 1451 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: კორეის იმპორტიორთა ასოციაციასთან ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„KOIMA ქვეყნის იმპორტიორთა უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათას კომპანიას აერთიანებს. ჩვენ ვისაუბრეთ კორეულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივებზე  და განვიხილეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები. ძალიან სასიხარულოა, რომ დადებითად შეფასდა 2019 წელს KOIMA-ს ყოველწლიურ გამოფენა IGF-ში ქართული კომპანიების მონაწილეობა, აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორეული პოტენციური იმპორტიორი კომპანიების ვიზიტი თბილისში გამართულ ერთობლივ ბიზნესფორუმზე" - აღნიშნა გენადი არველაძემ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის  ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics