|
2019-12-26 10:09:58, 1516 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით რეფორმები გრძელდება
„სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა", - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. მოკვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა მოკვლევის მნიშვნელობაზე და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს სახელმწიფო საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას. „სახელმწიფოსაწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში კომპლექსური რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საწარმოების მართვის გაუმჯობესების და მათი ფუნქციონირების მონიტორინგის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია ოპტიმიზაციის პროცესი, რის შედეგად, 1300 საწარმოდან, რომელიც 2013 წლისთვის ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სახელმწიფო პარტნიორის უფლებამოსილებას დღეს მხოლოდ 98 საწარმოში ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების შესახებ. „ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარებთ უმოქმედო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს. ასევე ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარული წილის მფლობელებს შევთავაზოთ წილები იმ საწარმოებში, სადაც ჩვენ მინორიტარულ წილებს ვფლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვას მათი მართვის ეფექტიანობის გაზრისათვის," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, მოკლე პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ და საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას. პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მომზადდა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)