|
2019-12-24 15:50:23, 1462 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ეფექტური მკურნალობის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს ან თერაპევტს მიმართონ. ცენტრი განმარტავს, რომ სასწრაფოს ექიმების კომპეტენცია პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით შემოიფარგლება. „ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის. თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება. გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით“, - ნათქვამია სასწრაფო სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)