|
2019-12-24 15:04:44, 1118 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ნამახვანი ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შესატანი ცვლილებების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გაიმართა. დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საჯარო განხილვის პროცესი დინამიურად წარიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მშენებელი კომპანიის „ENKA“, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პროექტის საჯარო განხილვისას წარმოადგენდა ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის შესაძლო ზეგავლენა კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებთან მიმართებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების არეებს და შესაბამისად ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურა კურორტ წყალტუბოზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო განხილვისას მოხდა დაინტერესებული საზოგადოების დეტალური ინფორმირება პროექტში შესატან ცვლილებებთან და შესაბამისად, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აგრეთვე დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მათ მიერ დასმულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)