|
2019-12-24 10:42:30, 965 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო
რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სოფლისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებს გვიან ღამით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. „ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ სადღესასწაულოდ განათებული დედაქალაქი ძალიან მოსწონთ. ამ წუთში საახალწლო სოფლის მონტაჟი მიმდინარეობს. 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იფუნქციონირებს ეს სოფელი. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები, გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენები, კონცერტები და შოუები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)