|
2019-12-21 12:01:10, 2690 ნახვა
საზოგადოება
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა. როგორც Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ზემოხსენებული გვერდები და ანგარიშები პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. „ამ საქმიანობის უკან მდგომი ადამიანები თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, მედიებად, აქტივისტებად და რეალურ პირებად. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები ძირითადად მოიცავდა პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, საჯარო მოხელეები, ოპოზიციის და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ადამიანები და მათ მიერ განხორციელებული აქტივoბები უკავშირდება სარეკლამო კომპანია "პანდას" და “ქართულ ოცნებას” (მმართველ პარტიას)“, - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. ჯამში, Facebook-მა 344 გვერდი, 39 პროფილი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა. გვერდები 440 000-ზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა გამოწერილი. მათი რეკლამირებისთვის 316 000-მდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)