|
2019-12-21 12:14:28, 2289 ნახვა
საზოგადოება
ექიმი: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
„ცოტნე გამსახურდიას ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მორიგე ექიმმა, ნინო ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა. ექიმის თქმით, გამსახურდია მართვით სუნთქვაზე რჩება და ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. „პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში გართულებები არ ყოფილა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ და რჩება დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად, როგორიც იყო წინა ეტაპზე. ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნინო ბურდულმა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 ნოემბერს დაჭრეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)