|
2019-12-21 10:36:04, 2384 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ვახორციელებთ მასშტაბურ პრივატიზაციებს, რაც ნიშნავს სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში ჩართვას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმდინარე პროცესზე და დღეისთვის არსებულ შედეგებზე ისაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მაშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა და 100 საინვესტიციო შეთავაზება გავუკეთეთ ბიზნესს. ამ კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია კერძო სექტორში და ამ დროისათვის აუქციონზე გასაყიდად განთავსებულია 150 მლნ ლარზე მეტის ქონება და საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ახლავს ამ ობიექტებს სულ მცირე 200 მლნ ლარს შეადგენს (რაც მომავალში 2 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს)", -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინებს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი. „ეს არის მასშტაბური პრივატიზაცია, სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში დაჩქარებული ჩართვა და მის საფუძველზე ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესების ამოქმედება. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ გააქტიურებულები ვართ. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 1800 ელექტრონული ტენდერი (რაც გასული მთელი წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია), პრივატიზებულია 106.0 მლნ ლარის ღირებულების ქონება", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია საინვესტიციო ვალდებულებების ოდენობა, რომელიც ახლავს გასხვისებულ ქონებას და რომელიც 88.4 მლნ ლარის შეადგენს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)