|
2015-07-24 18:35:55, 542 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გადაუგზავნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 22-23 ივლისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებული იქნება საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ასი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ერთეული საავტომობილო ტექნიკა. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)