20:34 - 26 Jul, 2026
|
2019-12-18 23:49:41, 1260 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში და ბათუმში ლუკა სირაძის ხსოვნის აქციები გაიმართა - ვიდეო
სოლიდარობის და საპროტესტო აქციები გაიმართა დღეს ბათუმშიც. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”,“სისტემა კლავს” – ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატები ჰქონდათ მოქალაქეებს. ქუთაისში აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქცია 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ხსოვნას ეძღვნებოდა. ადამიანები ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ჯავახიშვილზე პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისკენ დაიძრნენ. “სისტემა უნდა დაინგრეს” – სკანდირებდნენ ისინი. ახალგაზრდებმა პოლიციის შენობას გლოვის ნიშნად შავი ლენტები და ბუშტები შეაბეს და ტროტუარებაზე წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” დაიტანეს. აქციის ბოლოს პროტესტის მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელებით საკუთარი ნიშანი დაასვეს პოლიციის შენობას – “არა ძალადობას”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)