|
2019-12-18 15:35:25, 1385 ნახვა
საზოგადოება
„სადღაც ტყეში ვიბოდიალე, მავთულხლართებში გავიჭედე“ - კუხიანიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ცდილობდა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო საზღვართან, სოფელ საკორინთლოში იმყოფება. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მისი საოკუპაციო ხაზთან ყოფნის მიზეზი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანაა. „გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი, თუ რა მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ. შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს "პროვოკატორები" უწოდა შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისირების დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ფრაქცია „ქართულ ოცნებამ“ დღეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)