|
2019-12-18 11:58:02, 1215 ნახვა
საზოგადოება
„პოლიციური სისტემის წინააღმდეგ“ - სტუდენტები პარლამენტის შენობასთან აქციას აანონსებენ
„სტუდენტები პოლიციური სისტემის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების აქციას სტუდენტები დღეს, საღამოს 18:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობით გამართავენ. სტუდენტების თქმით, სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები, რომლებიც სტატისტიკად იქცნენ. „პოლიციურ რეჟიმს ემსხვერპლა კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე. 15 წლის მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიურად იძალადეს და ამის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა. 1 კვირის შემდეგ ლუკა სირაძე დაიღუპა. სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები,რომლებიც სტატისტიკად იქცნენ. ჩვენ აღარ გვინდა რომ ბავშვებმა დაწერონ „ამ ცხოვრების დედაც“ ან „დედა დარჩი მარტო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“. ჩვენ არ გვინდა ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც სისტემა გვკლავს“, - წერია ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ ღონისძიებაში. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები უძღოდა წინ, რის გამოც მოზარდი მოწმის სახით დაკითხეს. ლუკა სირაძის ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. აღნიშნულ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)