2019-12-17 10:51:50, 1736 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პოლიციამ 20 ივნისის საქმეზე დააკავა, რომლებსაც ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედებათ და რომელსაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.
გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ხელისუფლების წარმომადგენლისადმი თავდასხმა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,