17:42 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 12:39:03, 1321 ნახვა

საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“    სტუდენტთა სტაჟირება ჩატარდა, რომელიც  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის რვა  სტუდენტმა გაიარა.

სამი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის სერვისცენტრებში და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო სამუშაოებს. 

პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებმა  სტაჟირების  შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ  გადასცა. ღონისძიებას   კომპანიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები ესწრებოდნენ.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გეგმავს მომავალშიც შესთავაზოს სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გავლა, რათა  მელიორაციის დარგის მოტივირებული და კომპეტენტური  ახალგაზრდა სპეციალისტების რესურსით შევსებას შეუწყოს ხელი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics