|
2019-12-16 10:50:55, 864 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გაეროს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში. სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა მიმართულებით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჰაერდაცვითი საკითხების გათვალისწინების აუცილებლობაზე. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ჰაერის კონვენციის საქმიანობის და ზოგადად, ჰაერის დაბინძურების საკითხის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)