|
2015-07-24 10:43:11, 509 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის, გამოვლენის და მეორადი ინსპექტირების სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. უწყების ინფორმაციით, სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი დაესწრნენ. ოთხდღიანი სწავლება აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯეისონ ფისტნერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურ საქმეთა გამომძიებელმა დავით ქაჯაიამ ჩაატარეს. სწავლება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმის პორტში და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მომსახურე საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა მიიღო. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის, მეორადი ინსპექტირების და პიროვნების იდენტიფიცირების კუთხით ქართველმა სამართალდამცველებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)