17:43 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 13:09:54, 1795 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს

„ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები,“, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები  ექიმის გასათავისუფლებლად დგამდნენ საკმარისი არ არის.

„საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა.

ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ტყვე ჰყავს ცხინვალის ციხეში გამოკეტილი ვფიქრობ, რომ ცოტა ჩრდილავს ეს ამ საზეიმო განწყობას. მეგონა პროვოკატორებს უფრო ადრე დაგვიძახებდნენ. ეტყობა, რომ ახლა უკვე ამის ნება მისცეს ვიღაცეებმა. საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად და უკეთესად გაიშიფრება ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რომელსაც აქამდე დგავდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები არ არის საკმარისი“, - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics