|
2019-12-14 12:16:28, 1318 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტურმნენ
ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტურმნენ. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო შესაძლებლობები. ისრაულმა წარმომადგენლობამ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმები, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყანაში სასწრაფო დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ისრაელის ნაციონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირები ასევე ესტუმრნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო-სატრენინგო ბაზას. მხარეებმა ერთმანეთს ადგილობრივი სამუშაო პრაქტიკა გააცნეს და იმსჯელეს ქართულ-ისრაულ სამსახურებს შორის საერთო და განმასხვავებელ ძირითად საკვანძო საკითხებზე. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პერმანენტულად აწარმოებს შეხვედრებს ისეთ წამყვან ქვეყნებთან, რომლებთაც სასწრაფო დახმარების მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული მოდელი აქვთ დანერგილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)