16:09 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 14:44:40, 792 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში.
ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობა და ერიკ ჰოგს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics