|
2019-12-13 13:00:43, 794 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ექსპოზიცია „ მარადიული რომი“ გაიხსნა
საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან". წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე. უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას "Vivere ALL’italiana", რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და სხვა გენიალური მხატვრების გამოფენები და ვითიბი ბანკის ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია. ექსპოზიცია "მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან" 2020 წლის 29 თებერვლამდე გასტანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)