07:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 12:52:43, 1639 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

„პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მექანიზმი, რომელიც მმართველმა გუნდმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის შეიმუშავა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ისეთი  მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ის საელჩო იქნება თუ სხვა ორგანიზაცია, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება დარწმუნდეს, როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას შემდეგ, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული. კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, ალბათ ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნას ამერიკის საეჩლო გუშინ გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სიაში მოხვდა კანდიდატთა ის ნაწილი, ვინც "მოსმენებისას ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics