|
2019-12-13 11:25:25, 846 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო მუშაობს კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე. ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდება და მათი ფუნქცია მოვალეობები იქნება კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა. ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე გეგმაა ტყეპარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება , ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და მცენარეთა ჩანაცვლება. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად მოხდება „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების ხე-მცენარეთა დიდი ოდენობებით ჩარგვა. კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)