15:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 11:22:47, 2298 ნახვა

სამართალი
კვადროციკლების იმპორტირების მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მისცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოში იმპორტირებული იქნა 110 სმ3 ძრავის მქონე კვადროციკლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჭიროებდნენ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას.

აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის გაადვილებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკის რეალიზაციის პროცესში, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის - 50 სმ3  ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც თავის მხრივ არ საჭიროებდა რეგისტრაციას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics